მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 706
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
706
24/04/2012
გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
000000000.00(0).000.000000
მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №706

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ

1. „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების საფუძველზე ჩატარებული კონკურსით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39‑ე მუხლის მე‑5 პუნქტის, ასევე 79‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრულ ობიექტებზე გაიცეს მშენებლობის ნებართვა გამარტივებული წესით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ტექნიკურმა და სამშენებლო ინსპექციამ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციისა და წარდგენილი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვების გაცემა და ამ ობიექტების ვარგისად აღიარება (ექსპლუატაციაში მიღება) კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პრემიერ‑მინისტრი                                                                                ნ. გილაური

 

დანართი

 

დამკვეთი

სამედიცინო რაიონი

სს „სადაზღვევო

კომპანია ალდაგი

ბი სი აი“

სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“

აბაშა – თავისუფლების ქ. №141

ჩხოროწყუ – მშვიდობის ქ. №16

ფოთი – გურიის ქ. №171