შპს „ნორიოს საოპერაციო კომპანიის“ მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „ნორიოს საოპერაციო კომპანიის“ მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 05/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1276
05/07/2012
გამოუქვეყნებელი, 05/07/2012
000000000.00(0).000.000000
შპს „ნორიოს საოპერაციო კომპანიის“ მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1276

2012 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „ნორიოს საოპერაციო კომპანიის“ მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვის­ტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქ­ტის შესაბამისად :

1. ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებასთან დაკავში­რებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის საცხენისის სატყეოს №18 კვარტალის №7 ლი­ტერში 2639,3 კვ.მ მიწის ფართობზე და მცხეთა-დიდგორის სატყეო უბნის გლდანის სატყეოს №43 კვარტალის №1 ლიტერში 2700,9 კვ.მ მიწის ფარ­თობზე სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება 2026 წლის 9 აპრილამდე მიენიჭოს შპს „ნორიოს საოპერაციო კომპანიას“ (საიდენტიფი­კაციო კოდი – 205256845).           

       2. შპს „ნორიოს საოპერაციო კომპანია“ ვალდებულია , მის მიერ მოჭრი­ლი მერქნიანი მცენარეების სანაცვლოდ, სააგენტოსთან შეთანხმებით, უზ­რუნ­ველყოს შესაბამისი სახეობისა და ოდენობის მერქნიანი მცენარეების დარ­გვა და მოვლა.

3. შპს „ნორიოს საოპერაციო კომპანია“ უფლებამოსილია, საქართვე­ლოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ განკარგულების მე-2 პუნქ­ტით გათვალისწინებული ქმედებების (მთლიანად ან ნაწილობრივ) სა­ნაცვ­ლოდ განახორციელოს სხვა სახის ღონისძიებები.

 

      

პრემიერ -მინისტრი                             ივანე მერაბიშვილი