სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 05/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1275
05/07/2012
გამოუქვეყნებელი, 05/07/2012
000000000.00(0).000.000000
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1275

2012 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი  ფასის განსაზღვრის შესახებ

 „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ან­გა­რიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქარ­თ­ველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფ. ცაიშის მიმდე­ბა­რე ტერიტორიაზე „ზუგდიდ-ცაიშის“ თერმული წყლის №14 ჭაბურღი­ლი­დან სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა თერმული წყლის დღე-ღა­მეში 1000 მ3 ოდენობით) მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქ­ცი­ონის სა­წყისი ფასი განისაზღვროს 110 000 (ას ათი ათასი) ლარის ოდე­ნობით.

      

პრემიერ-მინისტრი                          ივანე მერაბიშვილი