დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №1521 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 705 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 24/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №705
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №1521 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №1521 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს მიეცეს თანხმობა, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის/რეგისტრაციიდან მოხსნის, დადგენილი წესით დალუქვის და დაზიანების შემთხვევაში ფისკალური მეხსიერებიდან დეტალური ინფორმაციის ამოღების თაობაზე.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები