თევზჭერის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
თევზჭერის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 703
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
703
24/04/2012
გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
000000000.00(0).000.000000
თევზჭერის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №703

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 თევზჭერის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებული „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და 71 მუხლის 31 პუნქტის, „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №685 განკარგულების შესაბამისად, მდინარეებიდან (რიონი, სუფსა, ჭოროხი) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის (ზუთხისებრი სახეობების) გარემოდან ამოღების, მათი თევზის მეურნეობაში ტყვეობაში გამრავლებისათვის თევზჭერის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ლიცენზიის მოქმედების ვადა – 15 (თხუთმეტი) წლით.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ნ. გილაური