დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 698 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 23/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №698
2012 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
1. სხვადასხვა დროს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისად, ყოფილი საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში მომუშავე პირების მიმართ არსებული დავალიანებების ეტაპობრივად დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თავის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, 2012 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გამოუყოს არა უმეტეს 343 309 (სამას ორმოცდასამი ათას სამას ცხრა) ლარი.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული დავალიანების დაფარვა ეტაპობრივად, მხარეებს შორის შეთანხმებული შესაბამისი გადახდის გრაფიკების მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები