დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 685 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 12/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №685
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ზოგიერთი სახეობის გარემოდან ამოღების შესახებ, რომლის მიხედვითაც 2012-2014 წლებისათვის „საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 2 მაისის №303 ბრძანებულებით განსაზღვრული ხრტილოვანი თევზების მოპოვების დასაშვები საერთო ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: სვია (Huso huso) – 50 ერთეული, ფორონჯი (Acipenser sturio) – 50 ერთეული, ტარაღანა (Acipenser stellatus) – 50 ერთეული, რუსული ზუთხი (Acipenser gueldenstaedti) – 50 ერთეული, სპარსული ზუთხი (Acipenser persicus) – 50 ერთეული.
2. დაევალოს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრს, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, შესაბამისი ბრძანების გამოცემა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები