ა(ა)იპ – საკალათბურთო კლუბ ოლიმპისათვის ავტომანქანის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

  • Word
ა(ა)იპ – საკალათბურთო კლუბ ოლიმპისათვის ავტომანქანის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 681
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 12/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
681
12/04/2012
გამოუქვეყნებელი, 12/04/2012
000000000.00(0).000.000000
ა(ა)იპ – საკალათბურთო კლუბ ოლიმპისათვის ავტომანქანის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №681

2012 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – საკალათბურთო კლუბ ოლიმპისათვის ავტომანქანის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს, თავის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „MERCEDES-BENZ V220CDI“ (სანომრე ნიშანი – HIH-330, საიდენტიფიკაციო ნომერი – WDF63829413457929, გამოშვების წელი – 2002, ნარჩენი საბალანსო ღირებულება – 20 259,72 ლარი (საწყისი საბალანსო ღირებულება – 22 815 ლარი, ცვეთა – 2555,28 ლარი) არსებობის ვადით, თხოვების ფორმით გადასცეს ა(ა)იპ – საკალათბურთო კლუბ ოლიმპს (ს/კ 400028064).

2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად სსიპ – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი                                                                      ნ. გილაური