საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1253
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1253
25/06/2012
გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1253

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხ­ლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკო­ნო­მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ფიზიკური პი­რე­ბის – ლანა ჭედიას (პირადი №01355000164) და ლუკა ჭედიას (დაბადების თარიღი 07.03.2007 წ.) კანონისმიერ წარმომადგენელს – დედას, ლელა ხასაიას (პირადი №51001000939) საკუთრებაში გადასცეს   ქ. თბილისში, აბა­შვი­ლის ქ. №3-ში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე №1 შენობა-ნაგებობის (მშენებარე) მე-3 სართულზე არსებული ბინა №63, ფართობით 41 კვ.მ, და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძ­რავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.19.19.005.016.01.063), ფიზიკური პირების – ლანა ჭედიას (პირადი №01355000164) და ლუკა ჭედიას (დაბა­დების თარიღი 07.03.2007 წ.) თანასაკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე №1 შენობა-ნაგებობის (მშენებარე) პირველ სართულზე არსებული ბინა №10‑ის, ფართობით 41 კვ.მ, და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.19.19.005.016. 01.010) სა­ხელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვ­ლოდ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კა­ნო­ნმ­დებ­ლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ნიკა გილაური