„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4274
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 31/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 340.150.000.05.001.002.685
  • Word
4274
29/12/2006
სსმ, 51, 31/12/2006
340.150.000.05.001.002.685
„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 18.09.2003, მუხ. 209) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეობები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

ამ კანონით ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეობები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოებია:

ა) იმპორტიორის ან მწარმოებლის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური;

ბ) სხვა პირის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური;

გ) პირის მიერ თამბაქოს ნაწარმით საცალო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადო ტერიტორიული ერთეული;

დ) თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4274–რს