დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1251 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 25/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1251
2012 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი, მათ შორის:
ა) 4 750 000 (ოთხი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის საპროექტო სამუშაოებისა და მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით;
ბ) 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის წყალმომარაგების სამუშაოების განხორციელების მიზნით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ (კაპიტალის გაზრდისათვის) გადასაცემად.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შესაბამისად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ გააფორმოს „თანხის გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
3. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები