დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1010 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №1010
2012 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 400 000 (ოთხასი ათასი ) ლარი, მათ შორის :
ა) 200 000 (ორასი ათასი) ლარი – 17‑ წლამდელთა შორის ფეხბურთში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისათვის საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის წევრების, მწვრთნელებისა და სხვა პერსონალის წახალისების მიზნით;
ბ) 200 000 (ორასი ათასი) ლარი – მინი-ფეხბურთში „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თასის“ გათამაშების ჩატარების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები