ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 999
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
999
24/05/2012
გამოუქვეყნებელი, 24/05/2012
000000000.00.00.000000
ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 999

2012 წლის 24 მაისი

. თბილისი

ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირო­ბებ­ის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებ­უ­ლების მე-8 მუხლის 33  პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერ­გე­ტი­კ­ი­სა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურ­ი­დიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს ინ­დივიდუალურ მეწარმე „ბექა ონიაშვილზე“ (ს/ნ 08001000366) გა­ცე­მუ­ლი ხე-ტყის დამზადების სპეციალურ №100067 ლიცენზიაში ცვლილების შე­ტანა, კერძოდ, შეიცვალოს ლიცენზიით (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №1-1/1179 ბრძანება) დადგენილი ფართობის ადგილმდებარეობა და გა­ნისაზღვროს ახ­მეტის სატყეო უბნის ქისტაურის სატყეოს კვარტალ №24‑ით, საერთო ფარ­თობით – 284 ჰექტარი.

2. განკარგულების ძალაში შესვლიდან ლიცენზიატი – ინ­დი­ვი­დ­უა­ლური მეწარმე „ბექა ონიაშვილი“ ვალდებულია „ტყით სარგებლობის ლი­ცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამ­ტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132  დადგენილებითა და ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებ­ით გა­ნახორციელოს ახმეტის სატყეო უბნის ქისტაურის სატყეოს კვარ­ტალ №24‑ში, საერთო ფართობით – 284 ჰექტარზე, ხე-ტყის დამზადების სპე­­ც­ი­ა­ლური №100067 ლიცენზიით განსაზღვრული იდენტური სახე­ო­ბი­სა და ოდ­ენობის მერქნული რესურსის მოპოვება.    

პრემიერ-მინისტრი                                                 ნ. გილაური