საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1242
25/06/2012
გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1242

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხ­ლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომ­ი­კ­ისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფიზიკურ პირ ზვიად გან­ჯელაშვილს (პირადი №59001034992) საკუთრებაში გადასცეს გორის მუ­ნიციპალიტეტში, სოფელ ბერბუკში, სახელმწიფო საკუთრებაში არსე­ბ­უ­ლი 6600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნა­კვე­თი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №66.54.22.483) ფი­ზი­კ­ურ პირ ზვიად განჯელაშვილის საკუთრებაში არსებული, გორის მუნიც­ი­პ­ალიტეტში, სოფელ სვენეთში მდებარე 19419 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო და­ნიშნულების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №66.54. 22.399) მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებ­ობ­ე­­ბ­ის, გა­ნაშენიანების ფართობით – 1496 კვ.მ, სახელმწიფო საკუთრება­ში გა­და­ცემის სანაცვლოდ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­მი­ნის­ტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანო­ნ­მდე­ბლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                  ნიკა გილაური