„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1234
25/06/2012
გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
000000000.00(0).000.000000
„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1234

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლ­ის შესაბამისად, „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მი­ერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემ­დე­გი ცვლილება:

1. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, მდინარე რი­ონ­ზე ასაშენებელი „ნამახვანი ჰესების კასკადის“, ასევე მიმ­დე­ბა­რე ზო­ნაში შესაქმნელი სხვა პერსპექტიული ენერგეტიკული ობიექტების სი­ს­ტე­მაში მიერთების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სა­ხელ­მ­წიფო ელექტროსისტემამ“ განახორციელოს ენერგოსისტემასთან დამაკავ­შირებელი 220 კვ-იანი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა.“.

2. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს სა­ხელმწიფო ელექტროსისტემამ“ ამ განკარგულების პირველი, მე-2, 21 და 22 პუნქტების შესრულების მიზნით საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებ­უ­ლი შესყიდვის საშუალებით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირ­ვე­ლი, მე-2, 21 და 22 პუნქტების შესაბამისად, უზრუნველყოს სათანადო ქმე­დებების განხორციელება, მათ შორის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელ­ექტროსისტემის“ რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანა.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ნიკა გილაური