დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1231 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 25/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1231
2012 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყრუთის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 7 000 (შვიდი ათასი) მ3 ანდეზიტის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 328863 | 4617475 |
| 2 | 328669 | 4617393 |
| 3 | 328725 | 4617547 |
| 4 | 328870 | 4617556 |
| S=1.85 ჰა. | ||
2. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გათავისუფლდეს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 29 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები