დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე ხუთსართულიანი სასტუმრო „ანაკლიის“, საცურაო აუზისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1230 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 25/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1230
2012 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე ხუთსართულიანი სასტუმრო „ანაკლიის“, საცურაო აუზისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ
ქვეყნისათვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 08.06.2012 წლის №05-1/907 წერილის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2010 წლის №63 განკარგულების, ობიექტების მოკვლევის (ექსპერტიზის) აქტისა და საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, არსებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე შეითანხმოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე ხუთსართულიანი სასტუმრო „ანაკლიის“, საცურაო აუზისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის პროექტი და შეთანხმებული პროექტისა და წარდგენილი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, გამარტივებული წესით, გასცეს მშენებლობის ნებართვა.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები