დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1229 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 25/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1229
2012 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს პარლამენტის 2012 წელს გასამართი არჩევნების ვადის მოახლოებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები