„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016305
248
28/03/2014
ვებგვერდი, 31/03/2014
040030000.22.034.016305
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №248

2014 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – საქართველოს შინაგან  საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56  ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.034.009.810)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ინსპექტირებისა და საკადრო უზრუნველყოფის  სამმართველო:

 ე.ა)  ინსპექტირების განყოფილება;

ე.ბ) კადრების განყოფილება.“.

2. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ინსპექტირებისა და საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სამმართველოში შემავალი დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) ინსპექტირების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა.ა) კონტროლის მიზნით სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდულ შემოწმებას;

ა.ბ) სააგენტოს ადგილობრივი (რეგიონალური) სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს;

ა.გ) სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილ მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების  შემოწმება-განხილვას, სამართლებრივ შეფასებას,  შესაბამისი დასკვნების მომზადებასა და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას;

ა.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას;

ა.ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ბ) კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:

ბ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;

ბ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლასა და შესაბამის შემოწმებას;

ბ.გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების  მომზადებაში მონაწილეობას;

ბ.დ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობას;

ბ.ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;

ბ.ვ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;

ბ.ზ) სააგენტოს მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვას და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

ბ.თ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

ბ.ი) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;

ბ.კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან.

 


შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე