დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016303 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016081) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ინსპექტირების სამსახური;“. 2. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ინსპექტირების სამსახური: ა) აკონტროლებს ,,112“-ის მოსამსახურეების მიერ მოქალაქეთა მომსახურებისათვის დადგენილი სტანდარტებისა და წესების დაცვას, აგრეთვე შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს; ბ) ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას; გ) უზრუნველყოფს ,,112“-ის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონმდებლობის დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების აღმოფხვრას და პრევენციას; დ) ამზადებს წინადადებებს ,,112“-ის მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ და უშუალოდ მონაწილეობს მოსამსახურეთა გადამზადების პროცესში; ე) ახორციელებს ამ წესდებით (დებულება) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები