დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260040.35.114.016191 |
10
27/03/2014
ვებგვერდი, 03/04/2014
010260040.35.114.016191
„დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
|
,,დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ” -ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
,,დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში (სსმ, 31. 12. 2010წ.) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ” . |
| მუხლი 2 |
დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,1. დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი, თანახმად დანართისა”. |
| მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი“. |
| მუხლი 4 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,7. ნუმერაციის კომისია - მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისია“. |
| მუხლი 5 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,1. განცხადებას ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი ნუმერაციის კომისია, რომელიც 15 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს წარუდგენს განკარგულების პროექტს ნუმერაციის თაობაზე”. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები