დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ ცაგერის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.116.016170 |
|
,,ქალაქ ცაგერის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ცაგერის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/02/2014 წ. სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.116.016162)შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქალაქ ცაგერის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ , საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის და ,,ტექნიკური რეგლამენტის – დასახელებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის №59 დადგენილების შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. 3. დადგენილების მე-2 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,22. მანსარდა - სართული სხვენის სივრცეში, რომლის ფასადი მთლიანად ან ნაწილობრივ შედგენილია დახრილი ან/და ტეხილი სახურავის ზედაპირებით. ამასთანავე სახურავის სიბრტყისა და ფასადის გადაკვეთის ხაზი არ შეიძლება იყოს მანსარდის იატაკის გეგმარებითი ნიშნულიდან 1,6 მეტრზე მეტ სიმაღლეზე; მანსარდა ითვლება სრულ სართულად, როდესაც სხვენის იატაკის ზედაპირის ფართობის 3/4-დან მანსარდის ჭერამდე საშუალო სიმაღლე არის 2,4 მეტრი (მეათედის სიზუსტით) ან მეტი;“. 4. დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ3): დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით; ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5; ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 =0.6-დან 1,3-მდე; გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,2.‘‘. 5. დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. საცხოვრებელი ზონა 5 (სზ5): საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით; ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5; ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 =1.3-დან 1,8-მდე; გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.‘‘ 6. დადგენილების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. საკურორტო სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ2): ზონა, სადაც დასაშვებია დასავენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება; ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,3; ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 = 3,0-მდე; გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.‘‘. 7. დადგენილების მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9. ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონა (ლსზ): ზონა წარმოადგენს დასახლების საზღვრებში ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.“ 8. დადგენილების მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საცხოვრებელი ზონა 1 (სზ1) (შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანების ტერიტორიაზე; განაშენიანების დომინირებული სახეობა-საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობის არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით); კ-1 =0,5; კ-2=0,8-მდე; კ-3=0,3. ‘‘ 9. დადგენილების მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საცხოვრებელი ზონა 2 (სზ2) (განაშენიანების დომინირებული სახეობა-საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით); კ-1 =0,5; კ-2=0,6-მდე; კ-3=0,25.‘‘. 10. დადგენილების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ3) (დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა-საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით); კ-1 =0,5; კ-2=0,6დან 1,3-მდე; კ-3=0,2.‘‘ 11. დადგენილების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. საცხოვრებელი ზონა 5 (სზ5) (საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით); კ-1=0,5; კ-2 =1,3-დან 1,8-მდე; კ-3=0,1.‘‘. 12. დადგენილების მე-20 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. საკურორტო სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ2) (წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება); კ-1 =0,3; კ-2= 3,0-მდე; კ-3=0,1.‘‘. 13. დადგენილების მე-20 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,11. საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 1 (სსზ1) (წარმოადგენს შერეულ - საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიან ზონას განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე); კ-1=0,6; კ-2=3,0-მდე; კ-3=ო,1.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები