სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1217
25/06/2012
გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1217

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვით­მმარ­­თველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქო­ნების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­მინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 19 ივნისის №05/13305) ლანჩხუ­თის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჯურუყვეთში მდებარე №1 შენობა-ნაგე­ბო­ბის (საერთო ფართობით 220.44 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 381 კვ.მ არა­სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ლების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქო­ნების) საკადასტრო კოდი – №27.11.48.013) ლანჩხუთის მუნიციპალი­ტე­ტის სა­კუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქო­ნების სახით გადაცემის შე­სახებ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნი­ს­ტრომ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონ­მდებ­ლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

      

 

   პრემიერ-მინისტრი                                  ნიკა გილაური