დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1216 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 25/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1216
2012 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული „ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ ასიგნებებიდან უზრუნველყოს ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადარიცხვა, ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელის რამაზ შენგელიას დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების (მათ შორის, დაკრძალვაზე ჩამოსული სტუმრების (დელეგაციების) მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების) დაფარვის მიზნით.
2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 22 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები