დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლისა და უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1215 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 25/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1215
2012 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლისა და უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხ ლის მე-5 პუნქტისა და 36‑ ე მუხლის მე‑ 2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თან ხ მობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი ნისტროს, რომ ფიზიკურ პირ ტარიელ ტალახაძეს (პირადი №47001004994) სა კუთრებაში გადასცეს ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 999 კვ.მ არა სასოფლო-სამეურნ ეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკა დასტრო კოდი – №66.46.26.027) მის საკუთ რე ბაში არსებული, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვენეთში მდებარე 2 045 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ( მიწის (უძრავი ქონების) საკადას ტრო კოდი – №66.54.22.397) და 2 306 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ( მი წის (უძრავი ქო ნების) საკადასტრო კოდი – №66.54.22.398) მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ქმედებების დასრულების შემდგომ, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „გორის სასათბურე მეურნეობას“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადასცეს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვენეთში მდებარე 2 045 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ( მი წის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №66.54.22.397) და 2 306 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ( მიწის (უძრავი ქონე ბის) საკა დასტრო კოდი – №66.54.22.398) მიწის ნაკვეთები.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის ტრომ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებ ლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ იკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები