სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 19/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1206
19/06/2012
გამოუქვეყნებელი, 19/06/2012
000000000.00(0).000.000000
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1206

2012 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. გურიის რეგიონში 2012 წლის 18 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვ­ლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტა­ცი­ასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვა­ლის­წინე­ბული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტე­­ბის ფონდიდან გამოყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლარი;

ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლა­რი;

გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის – 50 000 (ორმოცდაათი ათა­სი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირე­ბუ­ლი სახელმწიფო შესყიდვები ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთე­ულებმა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                               ნიკა გილაური