დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1205 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 19/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1205
2012 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის (I და III მონაკვეთების, თბილისი–ფონიჭალის და ფონიჭალა–რუსთავის) მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე ფონდის მიერ აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული გზის განთვისების ზოლში მოყოლილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და განსახლების გეგმებით (LARP-I და LARP-II) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 15 500 000 (თხუთმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები