დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1191 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 18/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1191
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ყურძნის ქართული ტრადიციული ჯიშების პოპულარიზაციისათვის ვენახების გაშენებისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით „მევენახეობის განვითარების ღონისძიებების“ (პროგრამული კოდი – 37 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი მიმართოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები