„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №994 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №994 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 18/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1185
18/06/2012
გამოუქვეყნებელი, 18/06/2012
000000000.00(0).000.000000
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №994 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1185

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №994 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითა­რე­ბის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №994 განკარგულებაში შე­ტა­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კურორტ ანაკლია-განმუხურის სა­ნაპირო ზოლის გამწვანების მიზნით, პალმის ხეების შეძენის, მათი ტრან­სპორტირების და დარგვის, ასევე არსებული გამწვანების, ბულ­ვა­რი­სა და სანაპირო ზოლის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების და­საფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხ­ლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გან­სახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ANAKLIA-GANMU­KHU­RI RESORTS“‑ს გადაურიცხოს 340 000 (სამას ორმოცი ათასი) ლარი.“;

ბ) მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პი­რველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებუ­ლი სახელმწიფო შესყიდვები შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-მა გა­ნახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

 

პრემიერ‑მინისტრი                    ნიკა გილაური