„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №457 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №457 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 18/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1180
18/06/2012
გამოუქვეყნებელი, 18/06/2012
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №457 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1180

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის #457 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შე­საბამისად, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2012 წლის 15 მარტის #457 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2012 წელს გან­სახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართ­ველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგი­ო­ნული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხ­ლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სა­ხელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური გან­წერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „რეგიონალური გან­ვითარების პროექტი I ნაწილი (კახეთი) (WB)“ (პროგრამული კოდი – 25 03 08) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ნიკა გილაური