„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №819 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №819 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 18/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1177
18/06/2012
გამოუქვეყნებელი, 18/06/2012
000000000.00(0).000.000000
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №819 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1177

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №819 განკარგულებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონ­დის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ­შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №819 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2012 წელს გან­სახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონ­დისათვის გამოყო­ფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილი­ტა­ციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინან­სთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცე­ბული „რეგიონალური განვითარების პროექტი II ნაწილი (იმერეთი), (WB)“ (პროგრამული კოდი – 25 03 11) მუხლით განსაზღვრული ასიგ­ნებებიდან;“.

 

    პრემიერ-მინისტრი                               ნიკა გილაური