დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1174 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 18/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1174
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მისცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებით აუქციონის გარეშე უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება, ანძებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების განთავსების მიზნით.
2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობა განხორციელდეს იმ პირობით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ განათავსებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ მოწყობილობებს ამ კერძო სამართლის იურიდიული პირების კუთვნილ (მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებაზე განთავსებულ) ანძებსა და მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები