დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1171 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 18/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1171
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და უცხოელ მოხალისე მასწავლებელთა შერჩევისა და საქართველოში ჩამოყვანის მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს უცხოური კომპანია „LoveTEFL“-ისაგან ინგლისურენოვანი მოხალისეების შერჩევასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 32 02 02).
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები