დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1167 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 18/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1167
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული „ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ ასიგნებებიდან უზრუნველყოს ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის გადარიცხვა ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩების ტელეტრანსლირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესყიდვების მიზნით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები