დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1148
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 33 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს შპს „მერქანზე“ (ს/კ 425052202) გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალურ №1000002 ლიცენზიაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, შეიცვალოს ლიცენზიით (სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 4 ივლისის №13/231 და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №1-1/1718 ბრძანებები) დადგენილი ფართობის ადგილმდებარეობა და განისაზღვროს ბაღდათის სატყეო უბნის ხანის სატყეოს კვარტალ №45, 47, 56, 59, 61, 72, 73, 75, 76, 77, 79-ით, საერთო ფართობით – 1 656 ჰექტარი.
2. ლიცენზიატი – შპს „მერქანი“ ვალდებულია „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებითა და ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებით განახორციელოს ბაღდათის სატყეო უბნის ხანის სატყეოს კვარტალ №45, 47, 56, 59, 61, 72, 73, 75, 76, 77, 79‑ ში, საერთო ფართობით – 1 656 ჰექტარი, ხე-ტყის დამზადების სპეციალური №1000002 ლიცენზიით განსაზღვრული იდენტური სახეობის, დარჩენილი მოსაპოვებელი მერქნული რესურსის მოპოვება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები