დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ლილო-მოლთან“ დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1145 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1145
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „ლილო-მოლთან“ დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ შპს „ლილო-მოლმა“ (ს/ნ 208150506) განცხადებით მიმართა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს სპეციალური სავაჭრო ზონის შესაბამისობაში მოყვანას „სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №493 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ამასთან, შპს „ლილო-მოლი“ (ს/ნ 208150506) ითხოვს თავისი ტერიტორიის მიმდებარედ, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, დაახლოებით 9 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემას 1 000 000 ლარის ღირებულების ფარგლებში და, ასევე, საგადასახადო შეთანხმების გაფორმებას შემდეგი პირობებით:
ა) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში დასადეკლარირებელი დამატებული ღირებულების გადასახადი შეუმცირდეს 3 360 000 ლარით, ხოლო ამავე წლის საანგარიშო პერიოდში დასადეკლარირებელი მოგების გადასახადი შეუმცირდეს 1 000 000 ლარით;
ბ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში დასადეკლარირებელი დამატებული ღირებულების გადასახადი შეუმცირდეს 1 640 000 ლარით.
2. ეთხოვოს ქ. თბილისის მთავრობას სათანადო ღონისძიებების განხორციელება შპს „ლილო-მოლისათვის“ (ს/ნ 208150506) ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების პირობით, შპს „ლილო-მოლის“ (ს/ნ 208150506) ტერიტორიის მიმდებარედ არსებული, დაახლოებით 9 ჰა მიწის ნაკვეთის 1 000 000 ლარის ღირებულებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის უზრუნველსაყოფად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის შპს „ლილო-მოლისათვის“ (ს/ნ 208150506) საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში:
ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს განკარგულების შესაბამისი პროექტი, რომლის მიხედვითაც შპს „ლილო-მოლს“ (ს/ნ 208150506) „სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №493 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სპეციალური სავაჭრო ზონის შესაბამისობაში მოყვანის ვადა განესაზღვრება 2014 წლის 1 იანვრამდე;
ბ) განახორციელოს სათანადო ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს „ლილო-მოლთან“ (ს/ნ 208150506) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად, რომლის მიხედვითაც:
ბ.ა) შპს „ლილო-მოლის“ (ს/ნ 208150506) მიერ 2015 წლის საანგარიშო პერიოდში დასადეკლარირებელი დამატებული ღირებულების გადასახადი შემცირდება 3 360 000 ლარით, ხოლო ამავე წლის საანგარიშო პერიოდში დასადეკლარირებელი მოგების გადასახადი – 1 000 000 ლარით;
ბ.ბ) შპს „ლილო-მოლის“ (ს/ნ 208150506) მიერ 2016 წლის საანგარიშო პერიოდში დასადეკლარირებელი დამატებული ღირებულების გადასახადი შემცირდება 1 640 000 ლარით.
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდეგ შპს „ლილო-მოლს“ (ს/ნ 208150506):
ა) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში დასადეკლარირებელი დამატებული ღირებულების გადასახადი შეუმცირდეს 3 360 000 ლარით, ხოლო ამავე წლის საანგარიშო პერიოდში დასადეკლარირებელი მოგების გადასახადი – 1 000 000 ლარით;
ბ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში დასადეკლარირებელი დამატებული ღირებულების გადასახადი შეუმცირდეს 1 640 000 ლარით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები