დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამასალე მერქნის დასამზადებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1161 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1161
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამასალე მერქნის დასამზადებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ გორის სატყეო უბანში 500 მ3 მერქნული რესურსის (I ხარისხის ხეების (სამასალე)) მისაღებად საჭირო ტყეკაფ(ებ)ი.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, უსასყიდლოდ უზრუნველყოს დადგენილი წესით ტყეკაფ(ებ)ის მონიშვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის.
3. ამ განკარგულების შესაბამისად 500 მ3 მერქნული რესურსის დამზადების შედეგად მიღებული სათბობი შეშა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყენებულ იქნეს საკუთარი მიზნებისათვის (სათბობად).
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები