დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2009 წლის 14 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1158 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1158
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
2009 წლის 14 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს „საქართველოს მთავრობასა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის 2009 წლის 14 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს სა ქარ თველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსან დ რე ხეთაგურმა.
პრემიერ‑ მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები