„სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №542 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

  • Word
„სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №542 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 995
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
995
24/05/2012
გამოუქვეყნებელი, 24/05/2012
000000000.00(0).00.000000
„სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №542 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 995

2012 წლის 24 მაისი

. თბილისი

 „სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებითგანხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №542 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებისთაობაზე

1.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებითგანხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №542 განკარგულებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და განკარგულების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ‑მინისტრი                                                           ნ. გილაური

 

„დანართი

საქართველოს ინდუსტრიების კვლევა (უძრავი ქონება, ლოგისტიკა და ბუნებრივი რესურსები) და საქართველოს რეგიონების საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა

 

ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება ;

სათანადო საერთაშორისო ან ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიას(ებ)თან (უცხოელი ექსპერტ(ებ)ის ჩართულობით) კვლევის შეკვეთა/დამზადება.

 

საინვესტიციო წინადადების შემუშავება

(ინდუსტრიების მიხედვით)

ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება;

სათანადო საერთაშორისო ან ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიას(ებ)თან (უცხოელი ექსპერტ(ებ)ის ჩართულობით) საინვე ტიციო წინადადების(business cases) შეკვეთა/დამზადება.

 

საქართველოს შესახებ პუბლიკაციების დამზადება

და გავრცელება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ

 

ინგლისურენოვანი ჩანართების განთავსება ადგილობრივ რეიტინგულ ინგლისურენოვან გაზეთებში;

სტატიების განთავსება საქართველოში მოქმედი 4და 5‑ვარსკვლავიანი სასტუმროების კორპორატიულ ჟურნალებში;

თემატური საინფორმაციო გვერდების განთავსება ადგილობრივ ჟურნალებსა და მოცულობით პუბლიკაციებში;

რეკლამის განთავსება სხვადასხვა ავიაკომპანიების საბორტო ჟურნალებში;

საინვესტიციო კლიმატის ამსახველი ინგლისურენოვანი კატალოგის შექმნა და ბეჭდვა ;

სტატიების განთავსება თემატურ საერთაშორისო ჟურნალებში და გაზეთებში – საფეიქრო ინდუსტრია, უძრავი ქონება, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ფარმაცევტიკა, სათამაშო ინდუსტრია.

 

ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებები, 

სარეკლამო და პიარმასალების დამზადება

 

საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება-ბეჭდვა;

2012 წლის 27-29 ივნისს  თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უძრავი ქონებისა და ტურიზმის სფეროშიდაგეგმილი ბიზნესფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებული საქონელი და მომსახურება;

საერთაშორისო გამოფენების ფარგლებში (2012 წლის 25-27 აპრილს ყაზახეთში, ქ. ასტანაში დაგეგმილ დეკორატიული მცენარეების გამოფენაში „Green Expo“ მონაწილეობასთან; 2012 წლის 17-23 სექტემბერს სინგაპურში დაგეგმილ საინვესტიციო ბიზნესფორუმში მონაწილეობასთან; 2012 წლის 9-11 ოქტომბერს ესპანეთში, ქ. მადრიდში დაგეგმილ გამოფენაში/ფორუმში ფარმაცევტიკის სფეროში „CPhI Worldwide 2012“ მონაწილეობასთან; 2012 წლის12-13 ნოემბერს ჩინეთში, ქ. პეკინში დაგეგმილ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში „The 4th China Overseas Investment Fair“ მონაწილეობასთან; 2012 წლის 14-16 ნოემბერს საფრანგეთში, ქალაქ კანში დაგეგმილი უძრავი ქონების და საინვესტიციო გამოფენა „MAPIC  2012“-ის ჩატარებასთან დაკავშირებული საქონელი და მომსახურება) საქართველოს საინფორმაციო კუთხეების, სტენდების აღჭურვილობის დაქირავება და სასტენდო მობილური კონსტრუქციების შექმნა და მოწყობა;

საერთაშორისო გამოფენების გასაშუქებლად საეთერო დროის დაქირავება, პრესკონფერენციების, პრეზენტაციებისა და მიღებების მოწყობა, მინიდეგუსტაციების ორგანიზებასა და გამოფენებში მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურება.“.