დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1149 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1149
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. დაევალოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების“ ქვეპროგრამის მხარდასაჭერად საკუთარი სახსრებიდან განათავსოს არა უმეტეს ხუთწლიან ვადიან ანაბარზე 20,744,000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებლით – 7,125%-ით.“;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი:
„14. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა უზრუნველყონ სესხის სახით აღებული თანხის დასაფარავად საჭირო დაფინანსების გათვალისწინება მომდევნო 5 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებში, შემდგომში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის საბანკო ანგარიშზე გადასარიცხავად.“.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები