„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში გაფორმებულ სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 981
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
981
24/05/2012
გამოუქვეყნებელი, 24/05/2012
000000000.00.00.000000
„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში გაფორმებულ სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 981

2012 წლის 24 მაისი

. თბილისი

 „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში გაფორმებულ სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ღია სააქციო საზოგადოება „აზერიოლსერვისს“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) შორის გასაფორმებელი შემდეგი შეთანხმების პროექტები:

ა) „თეთრიწყარო‑წალკის სარკინიგზო უბნის სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ“ 15/07/2011 წლის №87 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ხელშეკრულება მოწონებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივლისის №1450 განკარგულებით);

ბ) „სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და საპროექტო მომსახურების შესყიდვის შესახებ“ 15/07/2011 წლის №88 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ხელშეკრულება მოწონებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივლისის №1450 განკარგულებით);

გ) „ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის ვაგზლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ“ 29/09/2011 წლის №136 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ხელშეკრულება მოწონებულია საქართველოს მთავრობის   2011 წლის 23 სექტემბრის №1875 განკარგულებით);

დ) „ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ“ 13/12/2011 წლის №182 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“(ხელშეკრულება მოწონებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2360 განკარგულებით).

2. მოწონებულ იქნეს წარმოდგენილი წინადადება „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი  შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის პროექტის ფარგლებში გაფორმებულ სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ალტერნატიული მექანიზმის სახით საბანკო გარანტიის გამოყენების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                                           ნ . გილაური