დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №631 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 727 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 27/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №727
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №631 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №631 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ქვეპროგრამა „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის“ (პროგრამული კოდი – 37 01 03) ასიგნებებიდან 60 000 (სამოცი ათასი) ლარის სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის გამოყოფა მის სარგებლობაში არსებული შენობის სარემონტო სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესასყიდად.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები