„შპს „მტკვარი ენერგეტიკასთან“ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 მარტის №662 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შპს „მტკვარი ენერგეტიკასთან“ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 მარტის №662 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 342
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 29/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
342
29/02/2012
გამოუქვეყნებელი, 29/02/2012
000000000.00(0).000.000000
„შპს „მტკვარი ენერგეტიკასთან“ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 მარტის №662 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №342

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილ სი

შპს „მტკვარი ენერგეტიკასთ ან   საგადასახადო შეთანხმებისგაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 მარტის №662 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ შპს „მტკვარი ენერგეტიკასთ ან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 მარტის №662 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ (ს/ნ 202066726) მიერ არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადში – 50 000 ლარი განისაზღვროს 2005-2007 წლების საანგარიშო პერიოდებისთვის. ამასთან, შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ (ს/ნ 202066726) მიერ 2008 წლის პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციაშიარადეკლარირებული ვალდებულების გამო აკუმულირებული ზარალი – 8 513 085 ლარი შემცირდეს 100 000 ლარით, შესაბამისად, 2009 წლის დეკლარაციაში წინა წლების ზარალი შემცირდეს 50 000 ლარით, ხოლო 2010 წლის დეკლარაციაში წინა წლების ზარალი – 50 000 ლარით.“.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება შპს „მტკვარი ენერგეტიკასთან“ (ს/ნ 202066726) გაფორმებულ საგადასახადო შეთანხმების აქტში.

პრემიერ-მინისტრი                                 ნ . გილაური