სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1143
13/06/2012
გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
000000000.00(0).000.000000
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1143

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს რეგიონული გან­ვი­­თარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტრ­ოლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სა­ქარ­­თველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითა­რებ­ის ბანკის დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს თბილისი‑რუსთავის დამაკავშირებელი გზის (პირველი და მეორე ეტაპები), თბილისის მეტ­რო­სადგურის, თბილისისა და მცხეთის ხიდების, ანაკლიის ნა­პირ­სა­მაგ­რ­ის მშენებლობის პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც მშენებლობის ნება­რ­თვის მისაღებად აუცილებელია შესაბამისი მოსაკრებლების გადახდა.

2. ამ განკარგულების პირ­ვე­ლი პუნქტით გათვალისწინებული მო­საკ­რებლების და­ფი­ნანსება სსიპ – საქართველოს მუ­ნი­ციპალური გან­ვი­თა­რების ფონდმა განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქარ­თვე­ლოს მუ­ნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რე­­გი­ო­ნუ­ლი და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხ­ლით (პროგ­რამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სა­ხელ­მწიფო ბი­უჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არა­ფი­ნან­სუ­რი აქტივ­ებ­ის კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური გან­წერის დამ­ტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „მდგრადი ურ­ბანული ტრან­სპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა-პრო­ექ­ტი I (ADB)“ (პროგ­რამული კოდი – 25 03 07) მუხლის „საბიუჯეტო სახსრებით“ გან­სა­ზღ­ვრული ას­იგ­ნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                          ნიკა გილაური