დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016317 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.024.016174, 23/04/2012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: |
ა)
„ბ“-„დ“,ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სხ-ის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების სერტიფიკატის გაცემა:“ გ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში/სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა:“ დ) სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი“; |
ბ)
„ვ“- „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სხ-ის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის გაცემა/ვადის გაგრძელება – 125 ლარი; ვ.ა) საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის გამოცვლა/დუბლიკატის გაცემა - 125 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს - 250 ლარი“; ზ) სხ-ის ხმაურის სერტიფიკატის გაცემა – 250 ლარი; ზ.ა) სხ-ის ხმაურის სერტიფიკატის გამოცვლა/დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 400 ლარი; თ) სხ-ის რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა – 250 ლარი; თ.ა) სხ-ის რადიოსადგურის სერტიფიკატის გამოცვლა/დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 400 ლარი; ი) სხ-ის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა: კ) სხ-ის ფრენის ვარგისობის საექსპორტო სერტიფიკატის გაცემა: ლ) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის გარეშე დაშვებულ ფრენაზე განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება:“ |
გ)
„ჟ.ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ.ა.დ) დამატებითი საფასურის განაკვეთები საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის დანართში შეტანილ მომსახურების სახეობებზე (სხ-ის მაქსიმალური ასაფრენი მასის და მისი კომპონენტების მიხედვით): ჟ.ა.დ.ა) კატეგორია 'A' -- საჰაერო ხომალდებისთვის: ჟ.ა.დ.ა.ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის 750 კგ-მდე - ოპერატიული ტექნიკური მომსახურება 125 ლარი/ტიპი, პერიოდული ტექნიკური მომსახურება 250 ლარი/ტიპი: ჟ.ა.დ.ა.ბ) მსუბუქი სხ-ებისათვის (751 კგ-5700 კგ – მდე) – ოპერატიული ტექნიკური მომსახურება 250 ლარი/ტიპი, პერიოდული ტექნიკური მომსახურება 500 ლარი/ტიპი: ჟ.ა.დ.ა.გ) 5701 კგ – 15000 კგ სხ-ებისთვის – ოპერატიული ტექნიკური მომსახურება 500 ლარი/ტიპი, პერიოდული ტექნიკური მომსახურება 1000 ლარი/ტიპი: ჟ.ა.დ.ა.დ) 15001კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – ოპერატიული ტექნიკური მომსახურება 1000 ლარი/ტიპი, პერიოდული ტექნიკური მომსახურება 2000 ლარი/ტიპი: ჟ.ა.დ.ა.ე) 90000კგ-ზე მძიმე მეტი სხ-ებისთვის – ოპერატიული ტექნიკური მომსახურება 2000 ლარი/ტიპი, პერიოდული ტექნიკური მომსახურება 3000 ლარი/ტიპი: ჟ.ა.დ.ბ) კატეგორია 'B' -- ავიაძრავები – 250 ლარი თითოეულ ტიპზე; ჟ.ა.დ.გ) კატეგორია 'C' -- სხ-ის სხვა კომპონენტები – 250 ლარი თითოეულ სისტემაზე; ჟ.ა.დ.დ) კატეგორია 'D' -- ტექნიკური კონტროლის მეთოდები - 150 ლარი თითოეულ მეთოდზე“. |
დ)
„ს3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს3) ხარისხის მართვის სახელმძღვანელოს შეთანხმების განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება - 150 ლარი“; |
ე)
„ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიცირება: ტ.ა) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება/დასკვნის მომზადება/სერტიფიკატის გაცემა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა) – 12500 ლარი“; ტ.ა.ა) დამატებითი საფასურის განაკვეთი სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართში თითოეული სხ-ისათვის სხ-ის ტიპის მიხედვით: ტ.ა.ა.ა) 5700 კგ-მდე სხ-ებისთვის – 500 ლარი; ტ.ა.ა.ბ) 5701 კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 750 ლარი; ტ.ა.ა.გ) 15001 კგ-90000კგ სხ-ებისთვის – 1000 ლარი; ტ.ა.ა.დ) 90000 კგ-ზე მეტი სხ-ებისთვის –1250 ლარი; ტ.ბ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებზე განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება/ვადის გაგრძელება (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა) – 5000 ლარი; ტ.გ) სხ-ის ექსპლუატანტის შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენაზე განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება/მოქმედების ვადის აღდგენა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა) – 7500 ლარი; ტ.დ) სხ-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში სხ-ის შეტანა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა): ტ.დ.ა) 5700 კგ-მდე სხ-ებისთვის – 500 ლარი; ტ.დ.ბ) 5701 კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 750 ლარი; ტ.დ.გ) 15001 კგ-90000კგ სხ-ებისთვის – 1000 ლარი; ტ.დ.დ) 90000 კგ-ზე მეტი სხ-ებისთვის – 1250 ლარი; ტ.ე) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილებების შეტანა, გარდა სხ-ის დანართიდან ამოღებისა – 125 ლარი; ტ.ვ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №2 დანართის გაცემაზე განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება/№2 დანართის გაცემა თითოეული სხ-ისათვის სხ-ის ტიპის მიხედვით: ტ.ვ.ა) 5700 კგ-მდე სხ-ებისთვის – 500 ლარი; ტ.ვ.ბ) 5701 კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 750 ლარი; ტ.ვ.გ) 15001 კგ-90000კგ სხ-ებისთვის – 1000 ლარი; ტ.ვ.დ) 90000 კგ-ზე მეტი სხ-ებისთვის – 1250 ლარი. ტ.ზ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება/დასკვნის მომზადება/სერტიფიკატის გაცემა ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისთვის – 1250 ლარი; ტ.ზ.ა) დამატებითი საფასურის განაკვეთი სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში თითოეული საჰაერო ხომალდისათვის – 150 ლარი; ტ.თ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება/მოქმედების ვადის გაგრძელება (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისთვის) – 750 ლარი; ტ.ი) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში სხ-ის შეტანა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისთვის) – 150 ლარი; ტ.კ) შეჩერებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენაზე განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება/მოქმედების ვადის აღდგენა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისათვის) – 1150 ლარი; ტ.ლ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილების შეტანა, გარდა სხ-ის დანართიდან ამოღებისა ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისთვის – 65 ლარი; ტ.მ) სხ-ს ექსპლუატანტებისათვის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლების მინიჭებაზე განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება/სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლების მინიჭება – 1250 ლარი; ტ.ნ ) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს ახალი რედაქციის დამტკიცება – 250 ლარი; ტ.ო) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანა – 75 ლარი ერთი რევიზია; ტ.პ) უსაფრთხოების მართვის სისტემის (SMS) ახალი რედაქციის დამტკიცება – 250 ლარი; ტ.ჟ) უსაფრთხოების მართვის სისტემაში (SMS) ცვლილებების შეტანა – 75 ლარი; ტ.რ) ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროგრამების ახალი რედაქციის შეთანხმება – 150 ლარი; ტ.ს) ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროგრამებში ცვლილებების შეტანა – 75 ლარი. ტ.ტ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამების შეთანხმება – 150 ლარი; ტ.უ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამებში ცვლილებების შეტანა – 40 ლარი; ტ.ფ) საფრენოსნო საექსპლუატაციო სპეციალური დებულებების შეთანხმება – 150 ლარი; ტ.ქ) საფრენოსნო საექსპლუატაციო სპეციალურ დებულებებში ცვლილებების შეტანა – 50 ლარი; ტ.ღ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის და დანართების დუბლიკატების გაცემა – 125 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 200 ლარი“; ტ.ყ) მიწისზედა მომსახურების სახელმძღვანელოს ახალი რედაქციის შეთანხმება – 250 ლარი; ტ.ყ.ა) მიწისზედა მომსახურების სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანა – 75 ლარი“; |
ვ)
„ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) მარშრუტის საერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა - ევროკონტროლის (ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია) მეთოდოლოგიით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსათვის დამტკიცებული ერთეულის განაკვეთის მიხედვით გაანგარიშებული თანხის ოდენობა“. |
2.
პირველ პუნქტს დაემატოს: |
ა)
შემდეგი შინაარსის „ყ.ზ“ და “ყ.თ“ ქვეპუნქტები:
„ყ.ზ) სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით „სახიფათო ტვირთის (ნაკეთობების) გადაზიდვის სახელმძღვანელო – 150 ლარი; ყ.თ) სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით „სახიფათო ტვირთის (ნაკეთობების) გადაზიდვის სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანა - 70 ლარი“. |
ბ)
შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი:
„ძ1) ტერმინალის საერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა - ევროკონტროლის (ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსფრთხოების ორგანიზაცია) მეთოდოლოგიით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსათვის დამტკიცებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით მისაღები თანხის ოდენობა“. |
3.
მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასური გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში – ლარში, გარდა ამ წესის მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტის, „ე1“ ქვეპუნქტის, „შ“ ქვეპუნქტის „შ.დ.ა-შ.დ.გ“, „შ.დ.ე“ ქვეპუნქტების, „ჩ“ ქვეპუნქტის „ჩ.დ“ ქვეპუნქტისა და „ჭ“ ქვეპუნქტის „ჭ.ა“ ქვეპუნქტით წლიურად დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს თანაბარნაწილად, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ბ) „შ“ ქვეპუნქტის „შ.დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდა წარმოებს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, წინა თვის განმავლობაში გაწეული მომსახურებისათვის. გ) „ძ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდა წარმოებს ევროკონტროლის (ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია) მიერ; დ) „ძ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდა წარმოებს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის "გ" და "დ" ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის "გ" და "დ" ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები