დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გრენადას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ბიზნესის სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 558-1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016237 |
|
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გრენადას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ბიზნესის სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და გრენადას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ბიზნესის სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი),
ხელმძღვანელობენ რა სუვერენიტეტისა და თანასწორობის პატივისცემისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად,
ითვალისწინებენ რა ორივე მხარისთვის სხვადასხვა დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და აზრთა გაზიარების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე,
მიაღწიეს შემდეგ ურთიერთგაგებას: |
მუხლი 1
მხარეები ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფენ რეგულარული შეხვედრების ორგანიზებას პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების მიზნით იმ საკითხებზე, რომლებიც შედის შესაბამისი ეროვნული პოლიტიკის კომპეტენციის სფეროში.
მუხლი 2 შეხვედრები გაიმართება თბილისსა და სენტ-ჯორჯესში მონაცვლეობით. დელეგაციების დონე, ასევე შეხვედრების თარიღები და დღის წესრიგი, დადგინდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 3 მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ ასეთ სამუშაო ჯგუფებში მიიწვიონ სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ან მესამე მხარეთა წარმომადგენლები.
მუხლი 4 მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში.
მუხლი 5 მხარეთა შეთანხმებით აღნიშნულ ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ამ ურთიერთგაგების მემორანდუმისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ეს ოქმები წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 6
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2014 წლის 18 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები