,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

  • Word
,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 94, 12/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 400.010.010.10.003.000.271
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
137
11/08/2005
სსმ, 94, 12/08/2005
400.010.010.10.003.000.271
,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/08/2005 - 16/03/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №137

2005 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ

 

 მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

 1. დებულება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესის შესახებ შემუშავებულია “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე და ამ კანონის შესაბამისად.

 2. დებულების მიზანია „წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანამდე ამ სფეროში “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების (შემდგომში – ნებართვები) გაცემის წესისა და პირობების დადგენა.

    მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო      

1. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

2. ნებართვის გაცემის უფლებამოსილება სამინისტრომ შეიძლება მიანიჭოს თავის ტერტორიულ ორგანოებს.

3. ნებართვის გამცემი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

 მუხლი 3. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები

 1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.

 2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი დოკუმენტაცია:

 ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვის მისაღებად:

 ა.ა) საწარმოს წესდების ასლი;

 ა.ბ) ცნობა მიწის საკუთრებაზე (ან იჯარაზე);

 ა.გ) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე ტექნიკურ- ეკონომიკური დახასიათება;

 ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის მისაღებად:

 ბ.ა) საწარმოს წესდების ასლი;

 ბ.ბ) ცნობა მიწის საკუთრებაზე (ან იჯარაზე).

 მუხლი 4. ნებართვის გაცემის წესი

 ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვები გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის VII თავის შესაბამისად.

 მუხლი 5. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი

 ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და მათ გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 6. სანებართვო პირობები

1. საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სანებართვო პირობების გარდა, მაძიებელს დამატებით სანებართვო პირობად შეიძლება განესაზღვროს შემდეგი ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა:

ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვის მისაღებად:

ა.ა) განმარტებითი ბარათი წყალსარგებლობის სახეობაზე და პარამეტრები;

ა.ბ) საწარმოს გენერალური გეგმა წყალსადენის სისტემის დატანით;

ა.გ) საწარმოს ადგილმდებარეობის ტოპოგრაფიული რუკა წყლის აღების წერტილების დატა-ნით;

ა.დ) შესაბამისი გარემოსდაცვითი ტერიტორიული ორგანოს დასკვნა;

ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის მისაღებად:

ა.ა) საწარმოს ჩამდინარე წყლებთან ერთად ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმატივები, რომლებიც დამტკიცებულია სამინისტროს მიერ;

 ა.ბ) შესაბამისი გარემოსდაცვითი ტერიტორიული ორგანოს დასკვნა.

 მუხლი 7. სანებართვო მოწმობის ფორმა

 სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით.

 მუხლი 8. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

 ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწ-მობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული დებულებები.

 მუხლი 9. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

 1. ნებართვის ამოქმედების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

 2. ამ დებულებით გათვალისწინებული ნებართვების მოქმედების ვადები:

 ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა გაიცემა:

 ა.ა) უვადოდ – მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო ცენტრალიზებული წყალმომარაგებისათვის;

 ა.ბ) მოკლევადიანი ნებართვა – 5 წლამდე ვადით;

 ა.გ) გრძელვადიანი ნებართვა – 25 წლამდე ვადით;

 ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა გაიცემა 5 წლამდე ვადით.

 მუხლი 10. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

 1. ამ დებულებით განსაზღვრული ნებართვების მფლობელების მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

 2. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით.