სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1131
13/06/2012
გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1131

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვი­თ­მმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისე­ბელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვა­ლისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 12 ივნისის №05/12746) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძი­რითადი (გა­ნუ­სხვისებელი) ქონების სახით შემდეგი სახელ­მ­წი­­ფო ქონე­ბის გადა­ცემის შესახებ:

ა) ქ. ახალციხეში, ხარისჭირაშვილის ქ. №1-ში მდებარე შენობა-ნაგებობები: ობიექტი №1 (ადმინისტრაციული შენობა) განაშენიანების ფარ­­თობით 440.9 კვ.მ; ობიექტი №2 (საექსპოზიციო) განაშენიანების ფარ­თო­ბით 522.5 კვ.მ; ობიექტი №3 (საექსპოზიციო) განაშენიანების ფართო­ბით 550.2 კვ.მ; ობიექტი №4 (მედრესე) განაშენიანების ფართობით 416.8 კვ.მ; ობიექტი №5 (მეჩეთი) განაშენიანების ფართობით 369.5 კვ.მ; ობიექტი №6 (ლექც. დარბაზი) განაშენიანების ფართობით 375.8 კვ.მ; ობიექტი №7 (ჯაყელთა დარბაზი) განაშენიანების ფართობით 1056.4 კვ.მ; ობიექტი №8 (სათვალთვალო კოშკი) განაშენიანების ფართობით 183.8 კვ.მ; ობიექტი №9 (დილეგი) განაშენიანების ფართობით 123.4 კვ.მ და მათზე დამაგრებული 27 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №62.09.51.082);

ბ) ქ. ახალციხეში, ხარისჭირაშვილის ქ. №1-ში მდებარე ობიექტები: №1 (შენობა), №2 (შენობა), №3 (შენობა) და მათზე დამაგრებული 14 956 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძ­რავი ქონების) საკადასტრო კოდი №62.09.51.178).

 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნი­სტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონ­მდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                  ნიკა გილაური