დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1129 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1129
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ
„სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ათვისების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი – 37 01 07) ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის გადარიცხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის საბანკო ანგარიშზე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები