„ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №601 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №601 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 951
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
951
24/05/2012
გამოუქვეყნებელი, 24/05/2012
000000000.00(0).000.000000
„ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №601 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 951

2012 წლის 24 მაისი

. თბილისი

 „ქ. ახალციხეშირაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №601 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №601 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან;“.

2. „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;“.

3. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე.“.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური